ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაუქმდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღება.

22 მაისის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით ცერცვაძე ამბობს, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე მცირედით მეტი დარჩა და მანამდე დაიდება პირველი შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ. ვიმედოვნებ, 11 მაისიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება.

მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სირთულეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამან ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

იტვირთბა....