მთავარი ციტატა

“შეთანხმება, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ეყოლება, უნდა შენარჩუნდეს”

“შეთანხმება, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ეყოლება, უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ ერთმანეთს არ უნდა დავესხათ თავს, უნდა ვიყოთ გაერთიანებულები. დანარჩენს არჩევნები და საქართველოს მოქალაქეების მზადყოფნა აჩვენებს, მზად არის თუ არა ქვეყანა ცვლილებებისთვის”

გრიგოლ ვაშაძე, “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი

TV პირველი, გადაცემა “პოლიტმეტრი”

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.

პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.   

 

იტვირთბა....