“სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ მისდაუნებურად „პანდორას ყუთი“ გახსნა და პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა – პოლიტპატიმარი, რაც ხელისუფლებისათვის დამანგრეველია და ძალიან ცუდია იმ მძიმე ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, რომელიც ჩვენ გველოდება. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობა. ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი და სრულწყოფილად შეასრულოს შეთანხმება. ხელისუფლება ახლა უბრალოდ ჯიუტობს, არ უნდა დათმობაზე წამოვიდეს, რომ ეს სისუსტედ არ ჩაეთვალოს, მაგრამ გარწმუნებთ, მერე თუ დაათმობინებენ, როგორც ეს 8 მარტს მოხდა და აუცილებლად დაათმობინებენ, ეს უფრო სისუსტე იქნება.”
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.
პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.