მთავარი ციტატა

“ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ სოციალური დისტანციის დაცვით საპროტესტო ტიპის მოქმედებები”

“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად, უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ის უპირველესი ფასეულობაა, რაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითავისოს საკუთარი გადაწყვეტილებებისას. თუმცა, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჩემი აზრით გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვით საპროტესტო სხვადასხვა ტიპის მოქმედებები იმისთვის, რომ წნეხი, საერთაშორისო წნეხთან ერთად მათ შორის იყოს ქვეყნის შიგნით, რომ ივანიშვილს ვაიძულოთ 8 მარტის შეთანხმების შესრულება.”

თინა ბოკუჩავა – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.

პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.   

იტვირთბა....