მთავარი ციტატა

“ეს არის პასუხი იმ ძალიან გამომწვევ და არაკვალიფიციურ პოზიციაზე, რომელიც ჰქონდათ “ოცნების“ ლიდერებს”

“ეს არის პასუხი და რეაქცია იმ ძალიან გამომწვევ და არაკვალიფიციურ, არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე, რომელიც ჰქონდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, როდესაც მათ თქვეს, რომ საერთოდ არ ყოფილა ამ თემაზე საუბარი მოლაპარაკებების დროს. რაც უფრო ჯიუტი იქნება ხელისუფლების ეს პოზიცია, ამას მოჰყვება სხვა განცხადებებიც და კიდევ უფრო მწვავე იქნება რეაქცია. ამიტომ თუ არ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღოს საერთაშორისო საზოგადოებისგან კიდევ უფრო მასშტაბური შეფასებები პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთი სიჯიუტე და ასეთი პოზიციის არჩევა არის ძალიან საზიანო.”

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი

ამის შესახებ ეკა ბესელიამ ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელია აღნიშნულით ევროპარლამენტარ მაიკლ გელერი განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.

იტვირთბა....