“ისინი ბედს ცდიან, კვლავ ელიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. დიახ, ისინი ელიან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია.”
მაიკლ გელერი – ევროპარლამენტარი გერმანიიდან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი
ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ დასავლელი პარტნიორები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომელიც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც გულისხმობს, მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.