მთავარი ციტატა

“ჩვენ გავუმკლავდით ყველაზე სახიფათოს…” – თენგიზ ცერცვაძე

“ის, რომ ბოლო დღეს იყო ერთი შემთხვევა, ამით ნუ გავაკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს. უახლოეს დღეებში შეიძლება გვქონდეს დღეში 2-4-5-10 შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, ეს არაფერს არ შეცვლის, ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, მთლიანად არა, ერთეული შემთხვევები დარჩება, მაგრამ ჩვენ გავუმკლავდით ყველაზე სახიფათოს – არ დავუშვით დრამატული ზრდა, ის რაც ვერ მოახერხა ევროპის ვერც ერთმა ქვეყანამ”

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

“პალიტრანიუსი”

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 642-ია. კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413 პირი. 642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....