ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რაც შეეხება უკრაინაში თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნას, ჩვენ ანალოგიური რეაქცია გვექნება რაც სააკაშვილზე” – კობახიძე

“რაც შეეხება უკრაინაში თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის შესაძლო დანიშვნას, ჩვენ უკვე გამოვხატეთ პრინციპული პოზიცია სააკაშვილის შემთხვევაში. ეს იყო არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმე, როდესაც ადამიანი გასამართლებულია სისხლის სამართლებრივ საქმეზე და ინიშნება სხვა ქვეყანაში საჯარო თანამდებობაზე, ბუნევრივია, ამას სჭირდება სათანადო რეაგირება. თუ ასეთი რამ ადეიშვილთან დაკავშირებითაც მოხდა, ჩვენ ანალოგიური რეაქცია გვექნება. თუმცა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და მეგობრობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს.”

ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი

აღნიშნული განცხადება კობახიძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

იტვირთბა....