ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიმაჩნია, რომ ახლა პლატოზე ვართ – უახლოეს დღეებში შესაძლოა, იყოს არა ერთი, არამედ 4, 5, 10 შემთხვევა..” – თენგიზ ცერცვაძე

უახლოეს დღეებში შესაძლოა იყოს არა ერთი, არამედ ოთხი, ხუთი, ათი შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის დასრულდა, თუმცა შესაძლოა, ასეთი ერთეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდეს.

„იმედი გვქონდა, რომ აპრილის ბოლოსთვის პიკი იქნებოდა, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შენარჩუნდებოდა პლატო და შემდეგ ეს მაჩვენებელი ქვევით წავიდოდა. მიმაჩნია, რომ ახლა მაინც ვართ პლატოზე. ის, რომ დღეს ერთი შემთხვევა იყო, ამით ნუ გავაკეთებთ დასკვნებს. უახლოეს დღეებში შესაძლოა იყოს არა ერთი, არამედ ოთხი, ხუთი, ათი შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, რადგან არაფერს შეცვლის. ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, თუმცა მთლიანად არა, შიდა გადაცემის ერთეული შემთხვევები დარჩება, მაგრამ ყველაზე სახიფათოს გავუმკლავდით- არ დავუშვით ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა. ის, რაც ევროპის ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა, ყველგან იყო ასეული და ზოგან ათასი ახალი შემთხვევა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო დღეებში ახალი შემთხვევები 10-ს არ სცდება და ბოლოს, სულაც ერთი ინფიცირებული იყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....