ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როდესაც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნება, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ..” – ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს სამ წესს, რომელიც მოქალაქეებმა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ უნდა დაიცვას. განცხადება ცერცვაძემ, “პალიტრანიუსის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

“იმისთვის, რომ ეს პოზიტიური ტალღა შევინარჩუნოთ ერთადერთი ეფექტიანი გზა არსებობს. როდესაც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნება, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. საჭიროა იმ ჩვევების შესრულება, რომელიც მოქალაქეებმა გამოიმუშავეს არა როგორც სავალდებულო, ან ჯარიმის შიშით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით. მინიმუმ სამი წესი მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები ამით არ შემოიფარგლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავება. ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და მას, როგორც პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებას ვერ განვიხილავთ. მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო პანდემიას გაუმკლავდა, როდესაც ეს შეზღუდვები სრული მასშტაბით მოიხსნება და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....