“უმეტესი ჩვენგანი ფიქრობს, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური რაოდენობა. იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით ნიუ იორკში ჯანდაცვის სისტემა პაციენტთა სიმრავლის გამო დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახლში გარდაიცვალნენ, მაგრამ მათთვის დიაგნოზი არ დაუსვამთ, რადგან ისინი საავადმყოფოში არ მოხვედრილან.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი
ენტონი ფაუჩი ფიქრობს, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად მაღალია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები. მისი თქმით, სრულიად წარმოუდგენელია, კორონავირუსი თავისით გაქრეს, რადგან ის “უაღრესად გადამდებია”.