“გვერდიგვერდ ვისხედით, ვლაპარაკობდით და ამ დროს დარეკეს სასამართლოდან, დაგაპატიმრეთ იმ დანაშაულზე, რომელიც უკვე იჯექიო. იგივე მოხდა ოქრუაშვილზე, მიტინგზე დამემშვიდობა და მე სამი საათი დავრჩი იმ მიტინგზე. არ ვიცი, რატომ ვარ მე გარეთ და ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში. რურუა ოპოზიციაშია, კაცს სპეცსამსახურები დასდევს, იარაღს ჩაიდებდა?!”
შალვა ნატელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი
ამის შესახებ შალვა ნატელაშვილმა _მთავარ არხთან” განაცხადა და დასძინა, რომ უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა პირდაპირ პოლიტიკური მოტივით არიან დაჭერილი.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.
8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება.