ახალი ამბები მთავარი ციტატა

“45 წლის ქალს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა” – თენგიზ ცერცვაძე

“45 წლის გარდაცვლილ ქალბატონს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, ის ინსულტით გარდაიცვალა. მას ვირუსზე პასუხი უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ძალიან დიდი მოცულობის ჰემორაგიული ინსულტი და ის ინსულტით გარდაიცვალა. მიაქციეთ ყურადღება, ერთადერთი ახალგაზრდა, მაშინ, როდესაც ვთქვათ, აშშ-ში გარდაცვლილთა 20 პროცენტია 20 წლიდან 64 წლამდე, ანუ ახალგაზრდა ასაკის. საქართველოში ეს იყო სამწუხარო, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა, როცა 68 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანი გარდაიცვალა.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

მისი თქმით, ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა მხოლოდ საქართველოშია, თორემ სხვა ქვეყნებში ეს ხშირი არ არის, მაგრამ არც იშვიათია.

იტვირთბა....