ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯერ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ კრიტიკულ პაციენტზე ჩვენ ერთხელ გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა..” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოიყენეს. პაციენტი 83 წლის იყო, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

“ჯერ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რახან შეკითხვა დასვით ვალდებული ვარ გიპასუხოთ. დიახ, კრიტიკულ პაციენტზე ჩვენ ერთხელ გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა. ხშირად გესმოდათ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში წევს ერთი კრიტიკული პაციენტი, 83 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, გიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი აქვს. ის ჩვენს კლინიკაშიც და მთელ ქვეყანაში იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი. ის ჟანგბადდამოკიდებულიც იყო, მართალია ინტუბირებული არ იყო, მაგრამ სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება. ჩვენ გამოვიყენეთ პლაზმის გადასხმა ორჯერ და ასევე გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი ტოცილიზუბაბი. ამაზე მოვაწყობთ სპეციალურ ბრიფინგს, მაგრამ ჯერ არ გვინდოდა ამის გაკეთება, რადგან ჯერ არ ითვლება, რომ გამოვიდა კრიტიკული მდგომარეობიდან, თუმცა კრიტიკულობის პიკმა გაიარა. ჯერ ეს პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. უფრო ზუსტად ამ პაციენტზე ინფორმაციას მოგაწვდით ორ-სამ დღეში, როცა ან კრიტიკული პერიოდი გაივლის და ის გამოჯანმრთელდება, ან შედეგი იქნება არასასურველი, რისი დაშვებაც არ მინდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....