ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს ადამიანი აღარ იყო კოვიდინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი უარყოფითი ჰქონდა” – ცერცვაძე გარდაცვლილ მე-11 პაციენტზე

“ამ პაციენტს ჩვენ ვიცნობდით. ბათუმში ყოფნის დროს გავეცანით. ეს იყო ძალიან მძიმე პაციენტი. მას ჰქონდა ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება, განსაკუთრებით, კომპრომეტირებული ჰქონდა ფილტვები, სასუნთქი სისტემა. პრაქტიკულად ეს პაციენტი აღარ იყო კოვიდინფიცირებული, მას ვირუსზე ტესტი ჰქონდა უარყოფითი. მაგრამ იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა ფილტვების, ჰქონდა პლევრიტი, მთელი რიგი სხვა დაზიანებები, რომ მისი გადარჩენა ასაკის გამო ვერ მოხერხდა. ის იმყოფებოდა მართულ სუნთქვაზე.”

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

იტვირთბა....