ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ირმა ინაშვილმა თავისი თავდაპირველი განცხადება შეცვალა, რომელიც მაშინ გააკეთა..” – ბოკერია

ყველასთვის ცნობილია, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გონი უნდა ეყოს, რომ ქვეყანა უფრო მეტად აღარ დააზიანოს და საკუთარი პოლიტიკური ბედი დიდი ხიფათის ქვეშ არ ჩააგდოს.

„მართალია, ირმა ინაშვილმა თავისი თავდაპირველი განცხადება შეცვალა, რომელიც მაშინ გააკეთა, როცა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან როგორც მაშინ თქვა, პოლიტიკურ პატიმრებზე, მათი გაშვების მექანიზმსა და კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის ან მისი გარემოცვის თხოვნით გააკეთა. ბუნებრივია, საქართველოს, და არა რომელიმე ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გერმანია და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, თავიანთ პოზიციას არ შეცვლიან. ისედაც ყველამ იცის, რომ ეს შეთანხმება ორნაწილიანი იყო და ეხებოდა როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ტექსტიც დიპლომატიურ ენაზეა შედგენილი, რომელსაც ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ხელი ყველამ მოაწერა.

ამიტომ, ივანიშვილმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს. ჯერ კიდევ დრო აქვს, ან საკუთარ საზოგადოებას მიაყენოს შეურაცხყოფა და საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, სიგნალი გაუგზავნოს, როგორ სახიფათო გზაზე აყენებს ქვეყანას. ამით ქვეყანას დააზიანებს, ოღონდ თვითონ ვერ გადარჩება, ან ეს შეთანხმება შეასრულოს. ამჯერად გონი უნდა ეყოს, რომ ქვეყანა უფრო მეტად აღარ დააზიანოს და საკუთარი თავის პოლიტიკური ბედი დიდი ხიფათის ქვეშ არ ჩააგდოს, მერე შეეგუოს არჩევნებში მარცხს, – განცხადა ბოკერიამ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....