aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე არ მეგულება ჩემს გუნდში არცერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო სამართლებლივ განხილვებში შესულიყო”- გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართვლოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში პოლიტყიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და შესაბამისად, შეუძლებელია მმართველი გუნდიდან ვინმე მსგავს საკითხში ცარეულიყო.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 8 მარტს მირწეული შეთანხმებისა და საკონსტიტუციო ცვლილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებლია.

გახარიას თქმით, მას მმართველი გუნდიდან  არ ეგულება ადამიანი, რომელსაც შეეძლო სასამართლო საქმეების განხილვებში ცარეულიყო.

“ან შეიძლება ვიღაცა ამბობს, რომ აბსოლუტურად სამართლებრივი თემები, რომლებზეც დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოო, ჩემთვის ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შეუძლებელი. ვერც წარმომიდგენია, ადამიანი, რომელსაც შეეძლო, აეღო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობა და საერთოდ მსგავსი საკითხის განხილვაში შესულიყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი და პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ კონკრეტულ საქმეებზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები.

ვთვლი, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია, უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება ჩემს გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო მსგავს განხილვებში შესულიყო ან საერთოდ სადმე ამ განხილვებში მიეღო მონაწილეობა,ა’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.

ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა და განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

 

იტვირთბა....