“8 მარტის შეთანხმებაში ზოგადად განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერ იქნებოდა, რადგან ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა ამაზე პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, თვითონ შინაარსი მოცემული არის ამ ე.წ. მემორანდუმი დავარქვათ, თუ შეთანხმების დოკუმენტში, ყველაფერი არის ასახული, რაც საზოგადოებამ იხილა.”
კახა კალაძე – დედაქალაქის მერი
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.
ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.