ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერცერთი მმართველი პარტია გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში”- ირაკლი კობახიძე

უმრავლესოიბის დეპუტატის,  ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 8 მარტის შეთანხმებისას მმართველ;მა გუნდმა ხელი მოაწერა იმაზე, რომ თითქოს უკანონო ჩარევა უნდა განგვეხორციელებინა, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის და ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, რაც აბსურდია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიზემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ოპოზიცია გვეუბნება, რომ თითქოს ჩვენ ელჩების თანდასწრებით მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ უკანონო ჩარევა უნდა განგვეხორციელებინა, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის და ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილებებში. ამას გვიმტკიცებს ოპოზიცია და ოპოზიცია აცხადებს, რომ ამას მშვიდად უყურებდნენ ელჩები იმ ქვეყნების, რომლის ქვეყნებიც თვითონ აძლევენ მაგალითს სხვა ქვეყნებს სამართლის უზენაესობის კუთხით. ეს არის ისეთი აბსურდი, რომლის მტკიცება უბრალოდ არ ვიცი, ყველანაირ ზღვარს სცილდება.

კობახიძე განმარტავს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ აღნიშნული შეწთანხმება არ გულისხმობს სასამართლო სისტემაში ცარევას.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვეფიქსირებინა ჩვენი მკაფიო პოზიცია. ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ელჩების თანდასწრებით, ვერც ერთი მმართველი პარტია ვერ გააფორმებს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერიოს უკანონოდ სასამართლოს საქმიანობაში, პროკურატურის საქმიანობაში და პრეზიდენტის საქმიანობაში. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, რასაც ამტკიცებს ოპოზიცია, და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ახლა ველოდებით პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რაში იყო რეალურად საქმე.

ამასთან, კობახიძე ელჩებს სთხოვს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო შეთანხმების შინაარსი, იყო თუ არა შეთანხმების შინაარსი უკანონოდ ჩარევა სასამართლოს, პროკურატურისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ უმრავლესობას არ აუღია უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

იტვირთბა....