ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნა

მთავრობის მიერ წარდგენილი ახალი გეგმის ფარგლებში, დღეიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნა, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმიანობის გაგრძელების უფლება ეძლევა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმlით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს.გეგმის თანახმად, დღეიდან თბილისში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.

ამასთან, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

 

იტვირთბა....