“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ეხვევა კიბერსკანდალში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს დასავლეთთან თანამშრომლობის, ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკა, რეალურად კი ის თანამშრომლობს ევროპის მტრებთან, თანამშრომლობს რუსეთთან და უკვე, როგორც ჩანს, თანამშრომლობს ირანის სპეცსამსახურებთან”
გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” ლიდერი
TV პირველი
აღნიშნული განცხადებით გიორგი ვაშაძე ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსმა ჰაკერებმა Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ასობით ბრიტანელის მონაცემები ლაბორატორიიდან მოიპარეს.