ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: 8 მაისის 24 საათიდან 10 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ” – თურქეთში საქართველოს საელჩო

თურქეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და თუქრეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

საელჩოს განცხადებით, თურქეთში, მოქალაქეებს გარეთ გასვლა 2 დღის განმავლობაში, ისევ აეკრძალათ

მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, მარდინი, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

“თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 8 მაისის 24 საათიდან 10 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....