aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

(ვიდეო) ახალგაზრდებმა თბილისის ცენტრში რუსული დროშების გამოჩენა გააპროტესტეს

თბილისში ახალგაზრდა მოქალაქეებმა, ე.წ “პუტინის ლენტები” და რუსეთის დროშები ჩამოხსნეს. აქტივისტებმა დედაქალაქის ცენტრში რუსული დროშების გამოჩენა გააპროტესტეს და ფაქტს პროპაგანდა უწოდეს. თავის მხრივ პოლიციელებმა სამართალდარღვევად ჩათვალეს აღნიშნული ქმედება და განაცხადეს, რომ სხვისი ქონება ხელშეუხებელია.
ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდეს. რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
“პუტინის ლენტების” მოხსნა!
 ასე ისჯება პატრიოტიზმი!!!
პირველი მე, დავით გოგოხია ვიყავი ვინც დავაყენე საკითხი, რომ უნდა დაგვეწყო ე.წ. “პუტინის ლენტების” წინააღმდეგ ბრძოლა. ეს საკითხი “თავისუფალი ზონის” შეხვედრაზე დავაფიქსირე და სწორედ ეს ორგანიზაცია იყო პირველი საქართველოში, რომელმაც გავაცანით საზოგადოებას ამ ბაფთის შინაარსი და დავიწყეთ მთელი ქვეყნის მაშტაბით ამ პროპაგანდისტული სიბინძურის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც წლებია უკვე მთელი საქართველო აყვა. უამრავ ვიდეოს შეხვდებით, სადაც ყველა ასაკის თუ პროფესიის ადამიანი აგრძელებს ჩვენს დაწყებულ საქმეს, მეტიც უკვე მეორე წელია პოლიციაც ახსნევინებს ყველას ვისაც ეს ბაფთა უკეთია. მიზანს მივაღწიეთ!
რუსეთი ოკუპანტია!
რუსეთი მკვლელია!
რუსეთი მტერია!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით გოგოხია.
aviabiletebi
ავიაბილეთები

 

იტვირთბა....