ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველო ჯანმოს კვლევაში ჩაერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა მოვლენების ავანგარდშია და არა მაჩანჩალას როლში” – ცერვაძე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იწყებს ყველაზე დიდ კვლევას, რაც კი აქამდე ჩატარებულა. 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს მასში. საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ამ 20-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოცაა და შემოგვთავაზეს მასში ჩართვა. მათ შემოგვთავაზეს, ჩვენ არ გვითხოვია – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იწყებს ყველაზე დიდ კვლევას, რაც კი აქამდე ჩატარებულა. 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს მასში. ხშირად მეკითხებიან, წამყვანი ქვეყნები იქნებიან ჩართულნი თუ მარტო მეორეხარისხოვნები. ეს ქვეყნებია; საფრანგეთი, ესპანეთი, კანადა, პორტუგალია, ბელგია, შვეიცარია, ნორვეგია… ამ ქვეყნების პირველხარისხოვნებაში ვინმეს ეჭვი ეპარება? შვეიცარიაზე, კანადაზე, საფრანგეთზე უფრო მაღალი ქვეყანა არ ვიცი, რომელია. საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ამ 20-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოცაა და შემოგვთავაზეს მასში ჩართვა. მათ შემოგვთავაზეს, ჩვენ არ გვითხოვია…

ამ კვლევაში საქართველოდან 6 კლინიკა იქნება ჩართული. მასში მონაწილეობა ნიშნავს, რომ პროცესების ავანგარდში ხარ. მეკითხებიან; რა მნიშვნელობა აქვს ამ კვლევაში ჩართვას? როცა მსოფლიოში ასეთი რამ ხდება და შენ მისი მონაწილე ხარ, უკვე აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ პროცესებს სადღაც შორიდან უყურებ არ უყურებ, მაჩანჩალას როლში არ ხარ. საქართველო ავანგარდშია, პირველ კლასშია და თვითონ იქნება ამის მონაწილე. ამას გარდა, ამ კვლევით, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის საუკეთესოდ მიჩნეული 4 მედიკამენტი: „რემდესივირი“, „პლაქვენილი“, „ინტერფერონი ალფას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირი“ და „ინტერფერონი ბეტას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირი“. ამათგან ბოლო ორი მედიკამენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა და რომ არა ეს კვლევა, კიდევ დიდხანს ვერ იქნებოდა, რადგან მთელი მსოფლიო რიგში დგას ამ პრეპარატების გამო. კვლევაში ყველა ავადმყოფს შეეძლება ჩართვა, – სურვილის შემთხვევაში“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....