ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში კორონავირუსით 72 მედიკოსია ინფიცირებული” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით 72 მედიკოსია ინფიცირებული.

მისი თქმით,  ექიმთა ინფიცირების მიზეზი, შესაძლოა, სამედიცინო ეკიპირების არასწორი გამოყენება იყოს.

“ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საჯაროშიც. თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 660 ინფიცირებულია, თორემ იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა.

ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური, იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასებია, ეს არის მიზერი, თან არც ერთი მედიცინის მუშაკი არ გარდაცვლილა.

იცით, რა ძნელია იმ კომბინიზონების, შლემებისა და სათვალეების ჩაცმა? ეს სათქმელადაა ადვილი. გახდის დროს თუ საკმარისად ტრენირებული არ ხარ, საკმარისია, ერთი ხელთათმანი ან ხალათი არასწორად გაიხადო, რომ ინფიცირებულ ადგილთან გიხდება შეხება.” – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....