“არცერთი ჩვენი პარტნიორის განცხადებაში, სიტყვა პოლიტპატიმარი არ არის ნახსენები. არა იმიტომ, რომ ისინი ამას ასე არ თვლიან, უბრალოდ ამ სიტყვას დიპლომატიური ეტიკეტის გამო არ იყენებენ. ისინი ამ უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ორიენტირებულები არიან შედეგებზე და ითხოვენ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ისე ვერ ან არ ხვდება თუ რას ითხოვენ მისგან.”
აკაკი ბობოხიძე – “ევროპული საქართველოს” წევრი
აღნიშნული განცხადებით ბობოხიძე ეხმაურება, ევროპარლამენტარის წერილზე მმართველი გუნდის საპასიხო რეაქციებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.