ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ივანიშვილმა გადაწყვიტა კვლავ გაიმეოროს თავისი საყვარელი ტრიუკი და უარი თქვას შეთანხმების შესრულებაზე” – გოცირიძე

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა მსოფლიო გლობალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა გადართული, როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა კვლავ გაიმეოროს თავისი საყვარელი „ტრიუკი” და უარი თქვას შეთანხმების შესრულებაზე. როგორც მისი წარმომადგენლის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადებიდან ჩანს, აპირებენ 120/ 30-ზე საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე უარის თქმას და პოლიტპატიმრების ციხეში დატოვებას. ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური. ვირუსი გადაივლის, ერთიც და მეორეც.“

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნული განცხადებით, გოცირიძე ეხმაურება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

იტვირთბა....