ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ერთჯერად ფულად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

მთავრობამ განკარგულება 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო.

ხოლო, დახმარების ოდენობა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის შეადგენს 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის 300 ლარს.

ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს დახმარებას სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაურიცხავს.

საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 371 ადამიანი ცხოვრობს.

იტვირთბა....