მოსკოვში ქართული ეკლესიის წინამძღვარი კორონავირუსით დაინფიცირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთში ქართული დიასპორის მიერ გავრცელდა.
დაინფიცირებული მოძღვარი მკურნალობის კურსს გადის. ტაძარს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა და რუსეთში კარანტინის დასრულებამდე დაიხურა.
ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით უკვე გერმანიასა და საფრანგეთს გადააჭარბა.
ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 177 160 ადამიანი, მათ შორის 1 625 გარდაიცვალა.