„ყველაზე რთული იქნება, თუ შემოდგომის ბოლოს ზედდება მოხდა კოვიდის და გრიპის ვირუსის. ამიტომ არის მოწოდება, რომ წელს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის ვირუსზე. წელს დაახლოებით 140 000 დოზა გვაქვს ნაყიდი და კიდევ 100 000 გვინდა დავამატოთ, რომ მეტი რისკ ჯგუფები მოვიცვათ”
ამირან გამყრელიძე, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
„პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსი”
შეგახსენებთ, მთავრობას შემუშავებული აქვს 6-ეტაპიანი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება.