“ჩვენ ახლა მეშვიდე კვირის ბოლოს ვართ. შედარებით ნაკლები დაზიანებით შევედით ე.წ. კრიზისულ პერიოდში, მაგრამ რადგან ეს ინფექცია ნაკლებად ცნობილია, არ ვიცით მეორე, მესამე ტალღა როგორ შეიძლება განვითარდეს, ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ-ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც. ჩვენ თანდათან უნდა მივეჩვიოთ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრებას და ქვეყანაც მოემზადოს”
ამირან გამყრელიძე, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
„პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსი”
შეგახსენებთ, მთავრობას შემუშავებული აქვს 6-ეტაპიანი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება.