ციტატა

“როცა სჭირდებოდათ ასეთ სტატისტიკას ატარებდნენ და ახლა როცა სჭირდებათ, უკუღმართ სტატისტიკას ატარებენ”

“თვითდასაქმებულების საკითხი აბსურდია თავისთავად. თავის დროზე თვითდასაქმებულად სოფლის მახსოვრებელი ითვლებოდა. როცა სჭირდებოდათ ასეთ სტატისტიკას ატარებდნენ და ახლა როცა სჭირდებათ, უკუღმართ სტატისტიკას ატარებენ. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ყველა თვითდასაქმებულია, ვინც რამეს აკეთებს. ეს არაა რეგულარული სამსახური, ეს არის ისეთი საქმიანობა, როცა შესაძლოა კვირაში, ან თვეში 2-3 დღე მოახერხოს მუშაობა. ამიტომ ეს სოციალური დახმარება უნდა ყოფილიყო უნივერსალური, შეიძლება იგივე თანხა არ გამოსულიყო, უფრო ნაკლები იქნებოდა, მაგრამ თანასწორობა იქნებოდა.”

 გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.

 

იტვირთბა....