„ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს, გამყრელიძე გამოვა და იტყვის კიდევ ორი-სამი კვირა, კიდევ ორი-სამი კვირაო. დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით მეშვიდე და მერვე კვირას. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, ამასობაში ზაფხულიც მოგვიწევს, ესეც გარკვეულად შეგვეხიდება. ახლა მომწერეს კიდევ, რომ თურმე გაბრაზებულია ჩემზე მოსახლეობა. მოდის ბევრი შენიშვნა, რომ თურმე ჩვენ ვაწესებთ ამ შეზღუდვებს. არა, ბატონებო, ჩვენ ვითვალისწინებთ და ვაანალიზებთ ყველა იმ გამოცდილებას, რაც წარმატებულმა ქვეყნებმა გააკეთეს”
ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5083 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505.