მთავარი ციტატა

“ვწუხვარ, რომ ამ დღეებში ვხედავდით ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობას”- მეუფე ანდრია

“ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე, მგონი, ყველაფერი გარკვეულია. ვწუხვარ იმაზე, რომ ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობასა და მოწოდებას. მე ასე ვაფასებ ამას. სამწუხაროდ, ამას ვხედავდით ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგადად, თანამდებობის პირებისგანაც, რაც მაკვირვებს, რადგან ამ ადამიანების ამომრჩევლები არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ, მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს.”

მეუფე ანდრია – გორისა და ატენის მიტროპოლიტი

ამის შესახებ მეუფე ანდრიამ გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცნობისთვის, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასტან მისასვლელი სამანქანო გზა ჩაიკეტა და მრევლს მსახურებაზე მისვლა მხოლოდ ფეხით შეეძლო.

იტვირთბა....