ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგობის დღესასწაულზე გორიჯვრის ეკლესიასთან მისასვლელი სამანქანო გზა დაიკეტა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასტან მისასვლელი სამანქანო გზა ჩაიკეტა და მრევლს მსახურებაზე მისვლა მხოლოდ ფეხით შეეძლო.

ტაძარში მისასვლელი სამანქანო გზა დილიდან დაიკეტა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გათვალისწინებული წესების დაცვას ადგილზე საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ.

განსხვავებით წინა წლებისგან, საზეიმო წირვას, რომელიც ტრადიციულად ღამით იმართებოდა ხოლმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი დილას 9 საათზე დაიწყო.  გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა დღეს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა აღავლინა.

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებით დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

 

 

იტვირთბა....