მთავარი ციტატა

“ვიმედოვნებ, სტომატოლოგიური კლინიკები დაავადების გავრცელების წყარო არ გახდება”

“კარგი მომსახურების სალონებში ჰიგიენური წესები უფრო მეტად არის დაცული და ამისთვის არსებობს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესები, როგორ უნდა იყოს სალონებში რეჟიმი. რაც შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკებს, სტომატოლოგებს რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სალონების პერსონალს, თუმცა სტომატოლოგები არიან ექიმები და მათ კარგად იციან, როგორ უნდა დაიცვან წესები. მათ შემუშავებული აქვთ სპეციალური გაიდლაინები და ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული გაიდლაინები აქვთ. ვიმედოვნებ, სტომატოლოგიური კლინიკებიც სათანადოდ იქნებიან აღჭურვილი იმ პერიოდისთვის, როცა შეძლებენ გეგმური მომსახურების მიწოდებას საზოგადოებისთვის და ეს კლინიკები არ გახდება დაავადების გავრცელების წყარო.”

ხათუნა ზახაშვილი  – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ცნობისთვის, ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან განახლდება.

იტვირთბა....