ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის განახლდება ქვეყანაში გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება

საქართველოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან განახლდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც ასოციაციის განცხადებაში წერია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული განკარგულების თანახმად, სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისამდე აიკრძალა.

“ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N15 დანართი (რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების შემთხვევაში) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის ვადები დამოკიდებული იქნება შეფასაბასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე,”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეიდან ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის მეორე ეტაპი დაიწყო და ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების უფლება მიენიჭა.

 

იტვირთბა....