პლატფორმა “არა-ფობიას!” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნას მოითხოვს.
ამის მიზეზი კი, ზაზა აბასიძიე მიერ “ფეისბუქგვერდზე” დაწერილი პოსტი გახდა, სადაც ის ბოლნისში მოსახლეობისა და ექიმების დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ზაზა აბაშიძემ “ფეისბუქზე” კომენტარის სახით დაწერა, რომ “უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!”
მოგვიანებით აბაშიძემ კვლავ დაწერა კომენტარში: “კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს…ნიათ! გინდა აზერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი…”
სწორედ ამის შემდეგ, პლატფორმა “არა-ფობიას!” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ეთნიკური სიძულვილის შემცველი კომენტარის გამო ზაზა აბაშიძის გადაყენების საკითხი დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს.
განცხადების თანახმად, ზაზა აბაშიძის კომენტარები გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს.
“გავრცელებული ინფორმაციით, სსიპ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის პირადი ფეისბუკ-პროფილით გაკეთდა კომენტარი, რომლის თანახმადაც მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები უნდა “ჩაკეტონ და ამოხოცონ”, რასაც თან ერთვის გინება. კიდევ ერთ კომენტარში ზაზა აბაშიძემ მათ ვირუსის პოტენციური გამავრცელებლები, მკვლელები უწოდა, აგინა და გაიმეორა, რომ ისინი უნდა გამოკეტონ.
პლატფორმა “არა-ფობიას!”-თვის კატეგორიულად მიუღებელია ზაზა აბაშიძის კომენტარები. მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითაც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.
შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად კრიტიკულად აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვა, ეთნიკური სიძულვილის შემცველი და არაჰუმანური დამოკიდებულებები უფრო მეტად ართულებს ამ პროცესს.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას/საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი,”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი პირველ მაისს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მისულ მედპერსონალს, სამართალდამცავებსა და სოფლის რწმუნებულს ოჯახის ახლობლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ქვებით დააზიანეს ავტომანქანები.