ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთ დღე-ღამეში, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი 11-ით, გამოჯანმრთელებულთა – 17-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში,. საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 604-მდე გაიზარდა. ხოლო, ვირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი შემთხვევიდან 10 ე.წ. ბოლნისს კლასტერს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს.

იტვირთბა....