ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები ექიმისგან: “არავინ იცის, ეზუგბაიას რაზე მოაწერინებს ხელს ოცნება” – აცხადებს კვესიტაძე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ორ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს, რამაც სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ “ფეისბუქი” არ აქვს. მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ “ფეისბუქში” მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი. მან მოსახლეობას მოუწოდა, სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდონ.

მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქი. მასზე გამოქვეყნებული მოსაზრებების და ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ, ამიტომ არ მიაქციოთ ამას ყურადღება. სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ, ყველა ეს ინფორმაცია არის ყალბი და ამას, როგორც ჩემი სახელით გამოქვეყნებულ მასალებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გთხოვთ, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რამდენიმე დღის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეზუგბაიამ საკუთარი “ფეისბუქ-გვერდიდან” ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისგან და აშშ-ში მცხოვრებ ექიმ ზურაბ გურულისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს სოციალურ ქსელში გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

სააგენტო “აიპრესი” პირველი იყო ვინც აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ეზუგბაიას ამჯერად, “ფეისბუქის” საკუთარი გვერდი აღმოაჩნდა.

მარინა ეზუგბაია “აიპრესთან” ადასტურებს რომ განცხადება, რომელიც გუშინ გავრცელდა ნამდვილად მას ეკუთვნის.

მარინა ეზუგბაია: განცხადება საიდანაც გავრცელდა ის FACEBOOK-ი ნამდვილად მე მეკუთვნის, მაშინ ვიყენებ სოციალურ ქსელს, თუ წერილის დაწერა მინდა, რაც ჩემს საქმიანობას ეხება. ეს ნამდვილად ჩემი დაწერილია. ეს ნამდვილად ჩემი FACEBOOK-ია. 2-3 წელში შეიძლება გამოვიყენო, ასეთი დღეა, გუშინ გამოვიყენე.

“აიპრესი”: ეკა კვესიტაძე ავრცელებს ინფორმაციას რომ ეს განცხადება თქვენ არ გეკუთვნით…

მარინა ეზუგბაია: ასე მოწონს, ალბათ ეკა კვესიტაძეს, მაგრამ ჩემი FACEBOOK გვერდია. – უპასუხა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ეზუგბაიას მხრიდან ბოდიშის მოთხოვნის შემდეგ ეკა კვესიტაძემ პოსტი გამოაქვეყნა სადაც აღნიშნა, რომ მარინა ეზუგბაიას პასუხისმგებლობა ააღებინეს ტროლების მიერ შექმნილ ფეისბუქ გვერდზე.

“აი, იმ გვერდზე, რომელზეც ორი კვირის წინ ამბობდა – ჩემი არ არის და მანდ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდოთო. მის ადგილას ძალიან შემეშინდებოდა, ხვალ არავინ იცის რაზე მოაწერინებს ხელს (ეზუგბაიას) “ოცნება” – წერს ეკა კვესიტაძე.

იტვირთბა....