ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი სახელით შექმნილია ყალბი “ფეისბუქი“, იქ გამოქვეყნებული ყველა ინფორმაცია არის ცრუ”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მისი სახელით ყალბი „ფეისბუქ“ გვერდია შექმნილი და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობა.

ეზუგბაიამ ამის შესახებ ჟურნალისტებტან განაცხადა და აღნიშნა, რომ ის სოციალური ქსელიტ არ სარგებლობს.

„მე არ მაქვს „ფეისბუქი“, არ ვსარგებლობ, შექმნილია ყალბი „ფეისბუქი“ ჩემი სახელით, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, იქ გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ და არ მიაქციოთ ყურადღება. ასევე სოციალური ქსელებითაც არ ვსარგებლობ. ყველა ეს ინფორმაციები არის ცრუ, ყალბი, და გთოვთ, ამას ყურადღება არ მაიქციოთ, როგორც ჩემს მიერ გამოქვეყნებულს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ყალბი ფეისბუქგვერდებია გაკეთებული ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის სახელითაც.

იტვირთბა....