“ვინაიდან შეზღუდვების გარკვეულწილად ვადაზე ადრე ნაწილობრივ მოხსნა დავიწყეთ, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, რომ მომდევნო ეტაპიდან რა შეიძლება წინა ეტაპზე გადმოვანაცვლოთ”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის განმარტებით, შესაძლოა, რომ ღია რესტორნების ნაწილის გახსნამ გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები კი უფრო მეტად რისკის შემცველია და ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტების რჩევებზე დაყრდნობით ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს. შეზღუდვების ხანგრძლივი ვადით არსებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის, გვესმის ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ როგორც კი სიტუაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვები გაცილებით ადრე რისკების მართვით, თანმიმდევრუდალ მოვხსნათ.
შეიძლება ღია რესტორნების ნაწილის გახსნა გარკვეული ვადით გადმოიწიოს, სილამაზის სალონები უფრო მეტად რისკის შემცველია და ყველაფერზე მსჯელობა მიმდინარეობს. იქ სადაც შესაბამისი წესების დაცვის შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა ნებისმიერ საქმიანობას განვიხილავთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, სილამაზის სალონების ამოქმედება ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპზე, 8 ივნისიდან იგეგმება.