საქართველოს სალონების ფედერაცია იმ რეკომენდაციებისა და მოთხოვნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რის მიხედვითაც გახსნის შემდეგ სილამაზის სალონებმა უნდა იხელმძღვანელონ.
სილამაზის სალონების ამოქმედება ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპზე, 8 ივნისიდან იგეგმება.
წესები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით მომსახურების სექტორისთვის გაცემულ ზოგად რეკომენდაციებს ეფუძნება.
წესების მიხედვით, სილამაზის სალონებმა უნდა შეიძინონ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები. ნიღბები და ხელთათმანები.
ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.
კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო ხსნარით, აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში.
ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი.
მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური, კოსმეტოლოგი) ხელთათმანი
ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი. ვისაც გრძელი თმა აქვს(ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ; აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება; დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ.
სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსონ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თანამშრომლები დადიან.
წესების მიხედვით, ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადეზინფექციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.