“საქართველოში კორონავირუსთან ერთად, ნომერ პირველი პრობლემა შიმშილია. დიახ, მასობრივი შიმშილი გვემუქრება, თუ იმ მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. უკვე 45-ე დღეა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ჩაკეტილია. საქართველო დღეში კარგავს 100 მილიონ ლარს და ჯამურად, ჩვენ უკვე გავღარიბდით 4,5 მილიარდი ლარით.”
გიორგი ვაშაძე – “ახალი საქართველოს“ ლიდერი
ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ მის გუნდს შემიშავებული აქვს გეგმა, რომელიც ქვეყანას მაქსიმალურად აარიდებს თავს სამუშაო ადგილების დაკარგვასა და მასობრივ შიმშილს.