მთავარი ციტატა

“თავს ვიტყუებთ, თუ ვინმეს ვატყუებთ? ვის სცხელა ახლა ტურიზმისთვის?!”

“კრიზისი ძალიან სერიოზული და რთულია. დღეს პრემიერმა აღნიშნა, დავალება გავეციო ტურიზმის სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით და ვიწყებთ მუშაობასო, თავს ვიტყუებთ, თუ ვინმეს ვატყუებთ? რა ტურიზმის აღდგენაზეა ლაპარაკი, ჯერ ფრენები არ აღმდგარა, ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრი სხვა ქვეყანა, ამბობს, რომ შეიძლება სექტემბერ-ოქტომბერში მეორე ტალღა იყოს, ვის სცხელა ახლა ტურიზმისთვის.”

ნინო ბურჯანაძე  – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ცნობისთვის, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ  ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სექტორის აღდგენის მიმართულებით დავალება აქვს მიღებული და უკვე შემუშავებულია სტრატეგიული გეგმა, რომელიც საზოგადოებას მალე წარედგინება.

იტვირთბა....