მთავარი ციტატა

“ანტიკრიზისული გეგმა უბრალოდ არ არსებობს, ესაა სლაიდების ნაკრები, სადაც ერთი-ორი კარგი აზრი იყო”

“პრემიერმა გვითხრა, რომ ვიწყებთ ანტიკრიზისული გეგმის განხორცილებას, ოღონდ რა გეგმაზე იწყებენ მუშაობას, გაუგებარია, იმიტომ, რომ გეგმა უბრალოდ არ არსებობს. ეს არის სლაიდების ნაკრები, სადაც ერთი-ორი კარგი აზრი იყო, დანარჩენი კი ისეთი, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი არ არის.”

ნინო ბურჯანაძე  – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ.

სოციალური დახმარება გათვალისწინებულია, ასევე, პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისაც.

გეგმის განსახორციელებლად ჯამში 3.5 მილიარდი ლარია განსაზღვრული. 

 

 

იტვირთბა....