მთავარი ციტატა

“ოცნებას გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით კი იყენებენ სამედიცინო პერსონალს”

“ნათლად ვხედავ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ პანდემია გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდისთვის. უკვე დაიწყეს განცხადებების გაკეთება, რომ შეგვაგუონ, რომ წინასაარჩევნო კამპანია პრაქტიკულად არ იქნება, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შეზღუდული, მაგრამ ახლა “ქართულ ოცნებას“ გახურებული საარჩევნო კამპანია აქვს, განსაკუთრებით იყენებენ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და ცნობილ ადამიანებს, რომელთა მხრიდანაც უკვე ცალკეული პოლიტიკური განცხადებებიც კეთდება. ამ ადამიანების გამოყენებით და ამ ადამიანების ზურგს ამოფარებულები შეეცდებიან, საარჩევნო კამპანია ჩაატარონ, ეს არ გამოუვათ.”

ნინო ბურჯანაძე  – „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

ცნობისთვის, ოპოზიცია აქტიურად განიხილავს საკითხს, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადადოს. თუმცა, მმართველ გუნდში მსგავსი პოზიცია ჯერ არ გაჟღერებულა. 

იტვირთბა....