ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება”- გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის გახსნის საკითხი მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, მარა ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიის ეფექტურად მართვაზე.

ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია ცხოვრების ნაწილი ხდება.

“ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა, პოსტკრიზისული მართვა დღეს ჩვენი მთავრობის ნომერი ერთი პრიორიტეტი, მაგრამ პარალელურად, ეს შესაძლებლობა ჩვენ გვექნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურად მართავს ეპიდემიის მენეჯმენტს.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ისეთი ახალი მოვლენები, არც თუ სასიამოვნო მოვლენები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ამას ხაზგასმით ვიმეორებ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა და საშუალება, რომ ჩვენ ეკონომიკურ კონკურენციას გავუძლოთ და ეკონომიკური აღდგენის ნაწილში ეფექტურები ვიყოთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია და ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით, ხვალიდან მუშაობას განაახლებს.

ამასთან, ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. რაც შეეხება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე დაწესეულ შეზღუდვებს, ამ საკითხზე მთავრობა კვირის განმავლობაში იმსჯელებს.

იტვირთბა....