საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 00:04 საათზე, აზერბაიჯანის საზღვრიდან 2 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიღრმე 10 კმ-ს შეადგენდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო.