“მე ახლა ვიტყვი იმას რაც ძალიან ბევრ ადამიანს ალბათ არ მოეწონება. ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არ არსებობს. ძალიან ავღელდი, როცა გავიგე ჩვენი ექიმების დიდი რაოდენობის დაინფიცირება. პირველი არის ის, რომ სტატისტიკა, როგორც ასეთი საქართველოში არ არსებობს. მითხარით ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში სიკვდილიანობის სტატისტიკა ზოგადი. დაგვიდონ ეს სტატისტიკა.”
გიორგი ფხაკაძე – პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში.
აღნიშნული განცხადება ფხაკაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, საქართველოში დაინფიცირებულ მედპერსონალთან დაკავშირებით და ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.